აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა გარდაცვლილი ამერიკელი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტაინის მეგობარი, ბრიტანელი გისლეინ მაქსველი არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაქსველი ბრალდების პუნქტიდან 5-ში ცნეს დამნაშავედ, რომელთაგანაც ყველაზე მძიმე მოზარდებით ვაჭრობაა მათი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. 60 წლის ქალს 65 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ცნობით, მაქსველი 1994-2004 წლებში ეპშტეინისთვის არასრულწლოვან გოგოებს ეძებდა. მოზარდები მილიარდერთან და მის მეგობრებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ, რისთვისაც მაქსველისგან ფულს იღებდნენ. რამდენიმე დაზარალებული აცხადებს, რომ მაქსველი თავადაც იღებდა მონაწილეობას ამ კონტაქტებში.
მაქსველის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა.
66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.