დენიელ რედკლიფის თქმით, ბავშვობაში ჰელენა ბონემ კარტერზე იყო შეყვარებული

დენიელ რედკლიფის თქმით, ბავშვობაში ჰელენა ბონემ კარტერზე იყო შეყვარებული

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, 2022 წლის პირველ იანვარს სპეციალურ გადაცემას, სახელად Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts ვიხილავთ. როგორც ჩანს, ფილმების გადაღებას სასიყვარულო ისტორიების გარეშე არ ჩაუვლია.

ემა უოტსონმა უკვე აღიარა, რომ ბავშვობაში ტომ ფელტონი უყვარდა. ამის შემდეგ კი საიდუმლო დენიელ რედკლიფმაც გაგვიმხილა: როგორც აღმოჩნდა, ის ბავშვობაში ბელატრიქსის როლის შემსრულებელზე — ჰელენა ბონემ კარტერზე იყო შეყვარებული და მას სასიყვარულო წერილიც კი მისწერა.

გადაცემაში დენიელმა ბავშვობაში დაწერილი წერილიდან ნაწყვეტი წაიკითხა, რომელშიც ჰელენას მადლობას უხდიდა მასთან ერთად მუშაობისთვის და სიყვარულშიც კი გამოუტყდა:

"მიყვარხარ და ვოცნებობ, 10 წლით ადრე დავბადებულიყავი, რომ შენთან შანსი მქონოდა. ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ ასეთი მაგარი ხარ", — წაიკითხა დენიელმა.

გადაცემაში დენიელმა ისიც აღიარა, რომ მისი ცხოვრება ფილმებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მისი თქმით, პირველი კოცნა გადაღებებზე ჰქონდა და პირველი შეყვარებულიც აქ იპოვა.

მსახიობებმა აღიარეს, რომ ფილმების, განსაკუთრებით კი ცეცხლოვანი თასის გადაღებების დროს მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ. დენიელმა ისიც კი გაიხსენა, რომ გოგოებთან დაკავშირებული რჩევებისთვის ემა უოტსონს ძალიან ხშირად მიმართავდა.