შანსი არ არის, ფორსაჟში დავბრუნდე — დუეინ ჯონსონი ვინ დიზელის თხოვნას უარით პასუხობს

შანსი არ არის, ფორსაჟში დავბრუნდე — დუეინ ჯონსონი ვინ დიზელის თხოვნას უარით პასუხობს

დუეინ ჯონსონმა საჯაროდ განაცხადა უარი ვინ დიზელის შემოთავაზებაზე, რომელიც მსახიობს Fast & Furious-ის ბოლო ნაწილში დაბრუნებას სთხოვდა. ნოემბერში ვინ დიზელმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც დუეინ ჯონსონს ფორსაჟში მონაწილეობა შესთავაზა.

"დავიფიცე, რომ ფორსაჟს საუკეთესო ფინალი ექნება. შენ კი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულო და ჰობსის პერსონაჟს სხვა ვერავინ ითამაშებს. იმედი მაქვს, საქმეს ერთად შევუდგებით და შენს მოვალეობას აღასრულებ", — ვკითხულობთ დიზელის პოსტში.

CNN-თან ინტერვიუში ჯონსონმა ვინ დიზელი გააკრიტიკა სოციალურ მედიაში საჯარო მიწვევის გამო, რადგან მსახიობის თქმით, პირადად უკვე შეთანხმებულები იყვნენ, რომ ჯონსონი ფორსაჟში დაბრუნებას არ აპირებდა.

"ვინ დიზელს პირადად ვესაუბრე და ავუხსენი, რომ დაბრუნებას არ ვაპირებდი. მე გულწრფელი ვიყავი ჩემს სიტყვებში და ისიც ვუთხარი, რომ ფილმსა და მსახიობებს ყოველთვის მხარს დავუჭერ, მაგრამ შანსი არ არის, ფორსაჟში დავბრუნდე. დიზელის საჯარო პოსტი, რომელშიც თავისი შვილები და პოლ უოკერი ახსენა, მანიპულაციის მაგალითი იყო, რადგან ჩემი მონაწილეობის გარეშე ფილმის გაგრძელებაზე შეთანხმებას თვეების წინ მივაღწიეთ", — ამბობს დუეინ ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონი Fast & Furious-ის გუნდს 2011 წელს შეუერთდა და ფილმებში 2017 წლამდე მონაწილეობდა. 2019 წელს კი ჯეისონ სტეტჰემთან ერთად Fast & Furious Presents: Hobbs & Shaw-ში მიიღო მონაწილეობა. Fast & Furious 10 , რომელშიც ვინ დიზელი მთავარ როლს ასრულებს, ტელეეკრანებზე 2023 წლის 7 აპრილს გამოვა.