ამერიკელი სენატორი გარი რიდი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი გარი რიდი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი გარი რიდი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, რიდი 82 წლისა იყო. ის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. 30 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ნევადის შტატს წარმოადგენდა.

დემოკრატი პოლიტიკოსი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სენატში მისი წარმომადგენლის ფუნქციასაც ასრულებდა. სწორედ მისი დამსახურებით დამტკიცდა ჯანდაცვის პროგრამა „ობამა ქეარი“.