ვიქტორია რავამ თავი გაგვახსენა

ვიქტორია რავამ თავი გაგვახსენა

ცნობილი ქალი ფრენბურთელი ვიქტორია რავა 1994 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობსს და ამ ქვეყნის პირველობაზე მოასპარეზე გუნდი „კანის“ წამყვანი მოთამაშეა.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში სერიოზული საუბარი მიმდინარეობდა, რომ თბილისში დაბადებული და გაზრდილი სპორტსმენი უკან დაებრუნებინათ და ჩვენი ქვეყნის ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცათ.

სამწუხაროდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სპორტსმენი ქალი ჯილდოების მოპოვებას უცხო ქვეყნისთვის აგრძელებდა და აგრძელებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია რავა კვლავ საფრანგეთის პირველობის გამარჯვებულია. ეს წოდება თბილისში გაზრდილი ვიქტორიასთვის საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებისთვის რიგით მე-17-ა.

გლდანში დაბადებულ სპორტსმენს პროფესიული კარიერის განმავლობაში 40 ჯილდო აქვს მოპოვებული.

საფრანგეთის ქალ ფრენბურთელთა პირველობის ფინალურ სტადიაზე „კანმა“ ორ შეხვედრაში კლუბი „ბეზიე“ დაამარცხა.