გიორგი ვოლსკი: სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში

სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის დელეგაციამ აღიარებას, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო.

„გაუგებარია თუნდაც ის გარემოება, რომ მარგველაშვილი პუტინის პატიმრად ასახელებს სააკაშვილს, როდესაც სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ისეთი ნაბიჯი ისეთი არ გადაუდგამს, რაც უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და საქართველოში. უამრავი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის დელეგაციამ აღიარებას, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. მარგველაშვილი მიზანი არ ვიცი რა არის, შესაძლოა, საკუთარი თავის აქტუალიზაცია. ვერ გაიგებ რა უნდა ამასთან დაკავშირებით, მისი არგუმენტი უსაფუძვლოა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.