გურამ მაჭარაშვილი გიორგი მარგველაშვილზე: სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ დადგა, ის თავად იყო პრეზიდენტი და მაშინ რატომ არ წამოწია ეს საკითხი?

გურამ მაჭარაშვილი გიორგი მარგველაშვილზე: სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ დადგა, ის თავად იყო პრეზიდენტი და მაშინ რატომ არ წამოწია ეს საკითხი?

ის, რომ მას [გიორგი მარგველაშვილი] აქვს სურვილი, რაღაც მორატორიუმი გამოცხადდეს, მოდი ეს გააკეთოს იმ 2-3 ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც არიან დაზარალებულები სააკაშვილის ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს საკუთარი თავის აქტუალიზაცია უნდა.

„ერთადერთი მე რაც გავიგე მარგველაშვილისგან, მას სურს, თავის თავის აქტუალიზაცია. მეტი სხვა, რეალური მიზეზი, უბრალოდ საზოგადოებამაც ვერ გაიგო. ის თავად იყო პრეზიდენტი და თუ თვლიდა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე წლის წინ იყო დადგენილი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მხრიდან და მაშინ რატომ არ წამოწია ეს საკითხი?
ის, რომ მას აქვს სურვილი, რაღაც მორატორიუმი გამოცხადდეს, მოდი ეს გააკეთოს იმ 2-3 ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც არიან დაზარალებულები სააკაშვილის ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.