ჯარედ ლეტო 50 წლის გახდა და ახალი ფოტოთი დაგვიმტკიცა, რომ მართლა ვამპირია

ჯარედ ლეტო 50 წლის გახდა და ახალი ფოტოთი დაგვიმტკიცა, რომ მართლა ვამპირია

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჯარედ ლეტო უკვე 50 წლის გახდა. მსახიობმა საკუთარ დაბადების დღეზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მაისური არ აცვია და დაგვიმტკიცა, რომ საერთოდ არ დაბერებულა.

"დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის", — ასე გადაუხადა ლეტომ მადლობა თავის 14,4 მილიონ გამომწერს ტვიტერსა და ინსტაგრამზე.როგორ ჩანს, მსახიობი დაბადების დღეს ცისარტყელას მსგავსი ნამცხვრით აღნიშნავს და თან მუცლის პრესითაც თავს იწონებს. ფოტო მარველის ახალი ფილმის, სახელად Morbius-ის, გადასაღები მოედნიდანაა, რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს და მსახიობის სისხლიანი პირიც ამაზე მიგვანიშნებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯარედ ლეტომ თავის ფანებს მაისურის გარეშე გადაღებული ფოტო გაუზიარა. გასულ წელს მსახიობმა იმავე ხერხით ფანებს სთხოვა, რომ არჩევნებზე წასულიყვნენ.

ჯარედ ლეტოს ახალი ფილმის, Morbius-ის, პრემიერია 2022 წლის 28 იანვარს იგეგმება.