ჯასტინ ბიბერმა 91 მლნ ყოველთვიური მსმენელით Spotify-ის რეკორდი მოხსნა

ჯასტინ ბიბერმა 91 მლნ ყოველთვიური მსმენელით Spotify-ის რეკორდი მოხსნა

ჯასტინ ბიბერი Spotify-ის ისტორიაში პირველი შემსრულებელი გახდა, რომელსაც ყოველთვიურად 90 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენს. მონაცემების მიხედვით, პოპ-ვარსკვლავს ერთ თვეში ზუსტად 91,824,133 ადამიანმა მოუსმინა.

ახალგაზრდა მომღერალმა ედ შირანს გადაუსწრო, რომელიც 80,5 მოსმენით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს The Weeknd 78,1 მილიონი მსმენელით იკავებს.

ბიბერმა მე-6 ალბომი, სახელად Justice, მარტში გამოუშვა, რომლის სიმღერებიც Holy, Lonely, Anyone, Hold On, Ghost და Peaches მაშინვე პოპულარული გახდა. 

"სიმღერებში ის საკუთარ გამოცდილებას ასახავს, ადამიანურ ემოციებს გვიზიარებს და აანალიზებს. ოჯახი, მენტალური პრობლემები სოციალური უსამართლობა — ეს ის თემებია, რომლებიც მომღერლის ცხოვრების ნაწილია და მის სიმღერებშიც დიდ როლს თამაშობს", — ასე შეაფასეს ჯასტინ ბიბერის შემოქმედება.

Spotify-ის რეკორდებში ასევე უნდა აღინიშნოს ედ შირანის Shape Of You, რომელმაც ახლახან მსმენელების რაოდენობით 3 მილიარდს მიაღწია.