BTS-ის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

BTS-ის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის 3 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, COVID-19-ით შუგა, ჯინი და RM-ი დაინფიცირდნენ. ჯგუფის მენეჯმენტის ცნობით, RM-ისა და შუგას შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ჯინს კი მსუბუქი სიმპტომები აწუხებს. ის მკურნალობას სახლში გადის.

ჯგუფის წევრები კონცერტების სერიის შემდეგ შვებულებაში იყვნენ და სამხრეთ კორეაში სხვადასხვა დროს დაბრუნდნენ. სამივე სრულად ვაქცინირებულია.