3 თვის შემდეგ, ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევები დასრულდა

3 თვის შემდეგ, ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევები დასრულდა

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევები ოფიციალურად გამოცხადდა დასრულებულად, - ამის შესახებ BBC წერს.

ვულკანი კუმბრე-ვიეხა 19 სექტემბერს ამოიფრქვა. ლავამ 3 000-ზე მეტი სახლი და სასოფლო-სამეურნეო მიწა გაანადგურა. 7 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, საცხოვრებელი დაეტოვებინა. ლავამ და ფერფლმა დაფარა ეკლესიები, სკოლები და ბანანის პლანტაციები.

ოფიციალური ინფორმაციით, კუნძულზე, სადაც 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, არავინ დაშავებულა და დაღუპულებიც არ არიან.