„თალიბანმა“ ქალებს შორ მანძილზე მარტო მოგზაურობა აუკრძალა

„თალიბანმა“ ქალებს შორ მანძილზე მარტო მოგზაურობა აუკრძალა

ავღანეთის მთავრობამ ქალებს შორ მანძილზე მარტო მოგზაურობა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მარტო გადაადგილებას ქალები მხოლოდ 72 კილომეტრის მანძილზე შეძლებენ, უფრო დიდ მანძილზე მოგზაურობა კი მათთვის მხოლოდ მამრობითი სქესის ახლო ნათესავის თანხლებით იქნება ნებადართული.

ამასთან, „თალიბანის“ რეგულაციის მიხედვით, მანქანების მფლობელებს ეკრძალებათ ქალების ტრანსპორტით უზრუნველყოფა თუ მათ არ აცვიათ ჰიჯაბი.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს მორიგი ნაბიჯია ქალების ტყვეებად გადაქცევის გზაზე. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს მუშაობა და სწავლა აუკრძალა. ამასთან, აკრძალულია ქალების ტელესერიალებში გამოჩენა. თალიბები აცხადებენ, რომ აკრძალვები დროებითია და იქამდე იმოქმედებს, სანამ ქალებისთვის სამუშაო ადგილები და სკოლები უსაფრთხო არ გახდება.