ახლა არის დაახლოებით 50-მდე ავადმყოფი საქართველოში. მიიღება ყველა ზომები, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შტამის გამო, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდოს.
„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000[-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.