გამოკითხვა: ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე უკრაინელთა 67%, ნატოში კი - 59% დაუჭერდა მხარს

გამოკითხვა: ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე უკრაინელთა 67%, ნატოში კი - 59% დაუჭერდა მხარს

გამოკითხული უკრაინელების უმრავლესობა რეფერენდუმის შემთხვევაში ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას დაუჭერდა მხარს. ამის შესახებ კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ 13-16 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის შემთხვევაში გამოკითხულთა 67,1% „მომხრე“ იქნებოდა, 21,6% კი წინააღმდეგი. დანარჩენმა რესპონდენტმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ ან ჯერ არ იციან, რას დაუჭერდნენ მხარს.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მომხრეთა წილი 59,2%-ს, მოწინააღმდეგეთა კი 28,1%-ს შეადგენს.