უკრაინის გენპროკურატურა პეტრო პოროშენკოს დაპატიმრებას გეგმავს

უკრაინის გენპროკურატურა პეტრო პოროშენკოს დაპატიმრებას გეგმავს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში დადანაშაულებული ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაპატიმრებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„პროკურატურამ შეათანხმა შუამდგომლობა პოროშენკოს დაპატიმრების შესახებ გირაოს სახით 1 მილიარდი გრივნის გადახდის (36 მილიონი დოლარი) შესაძლებლობით“, - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში დახურული სხდომა გაიმართა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პოროშენკოს დაპატიმრების და სასამართლოში მიყვანის თაობაზე, სადაც ექსპრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკოს პარტიაში („ევროპული სოლიდარობის პარტია“) აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.