დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, სადაც რვაფეხების კომერციული მიზნების მოსაშენებლად, მეურნეობა ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC წერს.
რვაფეხებს მიდიებით, კრევეტებით, ასევე თევზებისა და კიბორჩხალების მცირე ნაწილებით კვებავენ.
გარემოსდამცველები რვაფეხების საკვებად მოშენებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ისინი, სხვა სახეობებთან შედარებით, მგრძნობიარე არსებები არიან, რომელთაც ტკივილისა და ემოციების განცდა გამძაფრებული აქვთ.
მსოფლიოში რვაფეხების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. შესაბამისად, მიხი ფასი ზრდადია. ისინი დელიკატესად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ რვაფეხებით წვნიანებს ამზადებენ, სამხრეთ კორეაში მას ცოცხლადაც კი სჭამენ.