ჯეიმს ფრანკო 2018 წლის იანვარში არაერთმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და თითქმის 4 წლის შემდეგ მსახიობი ამ ბრალდებებს საჯაროდ გამოეხმაურა და აღიარა, რომ სტუდენტებთან სექსი ჰქონდა.
მსახიობს ძირითადად თავისი სტუდენტები ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ სამსახიობო სკოლაში, სადაც მხოლოდ პროფესიული გარემო უნდა ყოფილიყო, მათი მასწავლებელი — ჯეიმს ფრანკო ხშირად სექსუალური ხასიათის ქმედებებს მიმართავდა.
ჯეიმს ფრაკომ აღიარა, რომ მას სტუდენტებთან სექსი ჰქონდა, აღნიშნა ისიც, რომ "სექსზე დამოკიდებულების" პრობლემები აქვს და ახლა თავისი ქცევების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
The Jess Cagle Podcast-ში საუბრისას მსახიობმა განაცხადა: "ჩემს სტუდენტებთან სექსი მქონდა, რაც არასწორი იყო".
2019 წელს ჯეიმს ფრანკოს სასამართლოშიც უჩივლეს, რადგან სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ თაღლითობის მსხვერპლები იყვნენ, როცა ფულს სამსახიობო განათლებაში იხდიდნენ, ჯეიმს ფრანკო კი თავის ძალაუფლებას არაკეთილსინდისიერად იყენებდა.
ჯეიმს ფრანკო დათანხმდა, რომ მათთვის ჯამში სულ ზიანის ასანაზღაურებლად $2,2 მილიონი გადაეხადა.
ახალ პოდკასტში ამ საკითხზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ სამსახიობო სკოლა თავიდანვე სექსუალური ხასიათის ურთიერთობების გასაბმელად არ გაუხსნია.
მან ისინიც აღნიშნა, რომ ბრალდებების შემდეგ აქტიურად მუშაობს, რათა "შეიცვალოს":
"არ მინდოდა, ადამიანებისთვის რამე დამეშავებინა".