40 წლის ქალისთვის კარი დახურულია — ნიკოლ კიდმანი ჰოლივუდის სექსიზმის შესახებ

40 წლის ქალისთვის კარი დახურულია — ნიკოლ კიდმანი ჰოლივუდის სექსიზმის შესახებ

ნიკოლ კიდმანი ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია ჰოლივუდში. 40-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა.

კიდმანის მიერ ბოლო ათწლეულში მიღებული როლებიდან უნდა აღინიშნოს Rabbit Hole, Lion და Big Little Lies, რომლებმაც დიდი აღიარება მოიპოვეს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, 54 წლის მსახიობი აღნიშნავს, რომ ასაკის გამო თავის პროფესიაში უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა.

"ჰოლივუდის ინდუსტრიაში შეთანხმებულები არიან იმაზე, რომ თუ მსახიობ ქალს 40 წელი შეუსრულდა, მისთვის ყველაფერი დამთავრებულია", — ამბობს ნიკოლ კიდმანი Dujour-თან ინტერვიუში.

ნიკოლ კიდმანმა სექსიზმისა და ეიჯიზმის შესახებ The Today Show-შიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 40 წლის ქალისთვის ჰოლივუდის კარი უკვე დახურულია. მსახიობმა თავისი ახალი ფილმი Being the Ricardos ახსენა და თქვა, რომ ასაკთან დაკავშირებული გამოცდილება დაეხმარა, რათა ახალი როლი კარგად ეთამაშა.

"Being the Ricardos-ში არის სცენა, რომელშიც ამბობენ, რომ "შენ 39 წლის ხარ და შენთვის ყველაფერი დასრულებულია". მე კი ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაცაა და ბევრჯერ განმიცდია კიდეც", — ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

"როცა მეუბნებოდნენ, რომ ასაკის გამო სამუშაო ადგილს ვერ მივიღებდი, ეს ამბავი სავარძელში მშვიდად მოკალათებულს არასდროს მიმიღია. მქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ჩემი ასაკის შესახებ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამ დროს კარი ცხვირწინ იხურება ხოლმე, ეს კი მძიმე გამოცდილებაა", — ამბობს მსახიობი.