ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე რომაული ხანის ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტები იპოვეს

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე რომაული ხანის ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტები იპოვეს

ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არქეოლოგებმა იპოვეს რომაული ეპოქის ოქროს ბეჭედი, რომელზეც „მწყემსი კეთილია“ გამოსახული, - ამის შესახებ BBC წერს.

ისრაელის სიძველეთა სამსახურის ინფორმაციით, ქრისტეს მეტაფორული განსახიერება ოქროში ჩასმულ ქვაზეა ამოკვეთილი. ბეჭედი ერთ-ერთია იმ არტეფატებს შორის, რომლებიც უძველესი ქალაქის - კესარიას პორტთან ჩაძირულ ორ გემზე აღმოაჩინეს.

წყალში იპოვეს ვერცხლისა და ბრინჯაოს ასობით რომაული მონეტა III საუკუნის შუა ხანებიდან და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ადრეულ XIV საუკუნეში, მამლუქების სასულთნოს ეპოქაშია დამზადებული.

გემების კორპუსების ნაშთები და მათში განთავსებული ტვირთი სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 4 მეტრის სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე მიმოფანტული ნახეს.