ანალიტიკოსთან ნაწილს პოლიტიკური წელი უკვე შევაფასებინეთ. მათთვის მნიშვნელოვანი შარლ მიშელის დოკუმენტი, რთული ეკონომიკური ვითარება და პოლიტიკური დაპირისპირება იყო. აღმოჩნდა, რომ ანალიტიკოსთა მეორე ნაწილისთვისაც, 2021 წელი პოლიტიკური მნიშვნელოვანი მოვლენა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენია, ასევე პანდემია და „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება. ექსპერტების თქმით, ამ ორი პარტიას შორის დაძაბულობა არც მომავალ წელს დასრულდება.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა თვითმმართველობის არჩევნები და აღნიშნულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება იყო. ექსპერტისთვის ეს კი დემოკრატიის განვითარებას ნიშნავს.
„2021 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, როცა ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ დაამტკიცა, რომ ეს პარტია საზოგადოების მხარდამჭერას იმსახურებს და შარშანდელი ოქტომბრიდან, წლევანდელი წლის ჩათვლით, არჩევნებზე 47,7%-ანი შედეგი დააფიქსირა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დგას.
ასევე, გამოიკვეთა ერთი რამ - საქართველოში არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ეს პარტია პოლიტიკიდან უპირობოდ უნდა წავიდეს და ადგილი ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას უნდა დაუთმოს“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძე კი მთავარ მოვლენად კოვიდ პანდემიას მიიჩნევს და პანდემიის დროს დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს. ანალიტიკოსი პანდემიით გარდაცვალილთა რაოდენობას, აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველთა რაოდენობას ადარებს.
„საკმაოდ მძიმე, წინააღმდეგობრივი და კონფრონტაციით დატვირთული წელი იყო. სამწუხაროდ, ეს წელიც შევა ჩვენი უახლოესი ისტორიაში, როდესაც ვერ მოხდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა. ქვეყანაში საზოგდოების გახლეჩა გვაქვს. ჩემთვის ამ წლის მთავარი კრიტერიუმია, რომ ფაქტობრივად, კოვიდპანდემიისგან დავკარგეთ იმდენი ადამიანი, რაც მარტო აფხაზეთის ომში დავკარგეთ - 11 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა. ვფიქრობ, ეს იყო პანდემიური წელი და ამით საქართველო სხვა ქვეყნებისგან არ გამოირჩეოდა. პანდემიამ ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა - პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სამუშაო სფეროზე, ადამიანების ფსიქო-სოციალურ სტატუზე და ა.შ. თითქოს ახლა სიტუაციიდან გამოსვლას ვიწყებთ, მაგრამ ვითარება მაინც მძიმეა. გადაუჭრელ პრობლემად მაინც რჩება კონფრონტაცია „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის. გარდა ამისა, წლის ბოლოს ჩვენი ქვეყნის ირგვილივ საგარეო პოლიტიკური ვითარება გართულდა. მოგეხსენებათ, რუსეთმა ღიად განაცხადა თავისი პრეტენზიები, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავის გავლენის ქვეშ მიაჩნია. ასე რომ, უსაფრთხოების მხრივ გარემოებაც გაუარესდა“, - განუცხადა ზაალ ანჯაფარიძემ for.ge-ს.
კოლეგებისგან განსხვავებით, ნიკა ჩიტაძისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არჩევნები იყო და თან იმის ფონზე, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებდა კონფრონტაციის დაძლევას. სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულებამ ვერ იმუშავა. გამომდინარე აქედან, არჩევნებმაც დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა. ესეც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, პოსტპანდემიურ პერიოდში ვნახეთ რა და როგორ წარიმართა.
პოლიტიკური მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო შარ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, შემდგომში „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტის უარყოფა“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.