ორი დღის წინ საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო გუნდს მალე დაემშვიდობება და ახალი სეზონიდან ლონდონის „ჩელსის“ უხელმძღვანელებს.
დღეს დილით იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამეფო გუნდს“ სათავეში ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, 53 წლის კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.
ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ „კარლიტოს“ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესაუბრა და თავის გუნდში მუშაობაზე დაითანხმა.
ანჩელოტი ესპანეთის დედაქალაქში მარტო არ ჩავა. კულუარული ცნობით, მწვრთნელი თან პარიზული გუნდის ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვას გამოიყოლებს.
ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ესპანური „მალაგას“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩაიბარებს.