The Washington Post: აშშ-ის ადმინისტრაცია სწავლობს, როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინის შიგნით ანტირუსულ ამბოხებას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს

The Washington Post: აშშ-ის ადმინისტრაცია სწავლობს, როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინის შიგნით ანტირუსულ ამბოხებას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს, როგორ შეუძლია აშშ-ს მხარი დაუჭიროს უკრაინის შიგნით ანტირუსულ ამბოხებას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, დახმარების დაგეგმარება მოიცავს უკრაინის სამხედროებისთვის იარაღისა და სხვა სახის დახმარების მიწოდებას, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყანაში შემოჭრილ რუსულ ძალებს და მეამბოხე ჯგუფებისთვის მსგავს ლოგისტიკურ მხარდაჭერას, თუ რუსეთი უკრაინის მთავრობას დაამხობს და პარტიზანული ომი დაიწყება.

აშშ-ის ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი სწავლობს, თუ როგორ იყო ორგანიზებული ამბოხება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ავღანეთსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სირიაში, ასევე შეერთებული შტატების წინააღმდეგ ერაყსა და ავღანეთში.

სამუშაო ჯგუფი ასევე მოიცავს იურისტთა ჯგუფს, რომელიც სწავლობს, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში ამბოხებულებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა აშშ-ის ან საერთაშორისო კანონების დარღვევის გარეშე.

აშშ-ის ადმინისტრაციის ძირითადი მიზანია, აშშ-ის ჯარების უშუალო ჩართულობის გარეშე საფასური დაუწესოს რუსეთს, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება.