Die Welt: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გადაადგილების გამო, ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა

Die Welt: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გადაადგილების გამო, ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა

უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გადაადგილების გამო, ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ნატოს ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი (VJTF) კრიზისულ რაიონში განლაგებისთვის 5 დღის განმავლობაში უნდა იყოს მზად.

გარდა ამისა, სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სხვა დანაყოფები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალები, ასევე საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.

გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.