დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

უკვე რამდენიმე საათია, რაც უცხოური გამოცემები სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ  ინგლისელი პოპვარსკვლავი დუა ლიპა და ამერიკელი მოდელი ანვარ ჰადიდი ერთმანეთს ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ.

წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 2019 წლიდან ხვდებოდა და ერთად არაერთ გლამურულ ღონისძიებაზეც გამოჩნდა… 2020 წელს მოდელმა პოპვარსკვლავის მუსიკალურ ვიდეო Levitating Remix-შიც მიიღო მონაწილეობა.

დუასთან და ანვართან დაახლოვებული სანდო წყარო იუწყებოდა, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე გადადიოდა.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მართალი არ აღმოჩნდა, რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულმა და ამერიკულმა ტაბლოიდებმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომ წყვილი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდა.

“მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა, ურთიერთობაში გაჩნდა პრობლემები, მათ ჰქონდათ კრიზისი, რაზეც მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.”