ფილიპინებზე ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

ფილიპინებზე ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

ფილიპინებზე, დამანგრეველ ტაიფუნ „რაის“, ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა არქიპელაგის არაერთ რეგიონში წყალდიდობაც გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

კუნძულ სიანგაოზე, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია და სერფინგით გატაცებული მრავალი ადამიანი სტუმრობს, სტიქიამ ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
დანგრეული სახლები, მოგლეჯილი ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები - ასეთია სურათი, რომელიც ტაიფუნმა დატოვა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას, სულ მცირე, 208 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება და არ გამორიცხავენ, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.