ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: ლიეტუვა მზად არის, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: ლიეტუვა მზად არის, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად არის, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს.

„აუცილებელია უკრაინის ყველა საშუალებით მხარდაჭერა და ლიეტუვა მზად არის ამისათვის, მათ შორის ლეტალური იარაღის გადაცემისთვისაც“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.

არვიდას ანუშაუსკასმა არ დააკონკრეტა, თუ რა იარაღს გადასცემს ლიეტუვა უკრაინას.

„ახლა მე პირდაპირ არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, რომელიც მრავალმხრივ შეთანხმებას საჭიროებს, ვინაიდან მასში არა მხოლოდ დონორი და შეიარაღების მიმღები, არამედ მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნა მან.