ჩინეთის საგარეო უწყება: დონალდ ტრამპი ფარისეველი პოლიტიკოსია, რომლის ცილისწამება რეალურ ფაქტებს ვერ შეცვლის

ჩინეთის საგარეო უწყება: დონალდ ტრამპი ფარისეველი პოლიტიკოსია, რომლის ცილისწამება რეალურ ფაქტებს ვერ შეცვლის

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფარისეველი პოლიტიკოსია, რომლის ცილისწამება რეალურ ფაქტებს ვერ შეცვლის.

„ასეთი ფარისეველი პოლიტიკოსები რეალურ ფაქტებს ვერ შეცვლიან. ტრამპი ყოველთვის ცდილობდა პანდემიაზე პასუხისმგებლობა ჩინეთისთვის დაეკისრებინა, თუმცა მხოლოდ იმას გვახსენებდა, რომ, პირველ რიგში, თავად პასუხისმგებელია აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებაზე“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში წამყვანის რეპლიკას დაეთანხმა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მკვლელია.

ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანის რეპლიკაზე, რომ სი ძინპინი მკვლელია, დონალდ ტრამპმა განაცხადა:

ის მკვლელია, მაგრამ მასთან შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა. თუმცა, როდესაც კორონავირუსი გავრცელდა, ეს უკვე სულ სხვა ისტორია იყო, რადგან მათ ამ ვირუსით მსოფლიო გაანადგურეს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა პეკინმა კორონავირუსის წარმოშობისთვის მსოფლიოს რეპარაციები უნდა გადაუხადოს.

„მათ რეპარაციები უნდა გადაიხადონ, თუმცა ჩინეთს არ აქვს ფული ამ რეპარაციებისთვის. მთელ მსოფლიოს სადღაც 60 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენეს“, - განაცხადა მან.