გუშინ მსოფლიო სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პოლონეთის ეროვნული გუნდისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნჰენის „ბაიერნში“ გააგრძელებდა.
დღეს დილით ბრიტანულმა გაზეთმა „The Sun” სრულიად საწინააღმდეგო ცნობა გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” რობერტ ლევანდოვსკის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ხელფასის სახით, თავდამსხმელი კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
გერმანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, პოლონელი შემტევი სერიოზულად ჩაფიქრდა და მომავალი კლუბის ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებს.