დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” გაავრცელა ცნობა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ინტერნაციონალეს“ თავდამსხმელი ლეანდრო დამიაო კარიერას იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
„რამდენიმე თვის წინ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და ხელსაყრელი კონტრაქტი შემომთავაზა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ევროპის კონტინენტიდან რამდენიმე საინტერესო წინადადება მქონდა.
ჩემი სამსახურით დაინტერესებული გუნდებიდან ყველაზე ხელსაყრელი წონადადებით ნეაპოლის „ნაპოლიმ“ მომმართა. ამ კლუბის შემოთავაზება ულაპარაკოდ მივიღე. უახლოეს ორ თვეში იტალიაში გადავბარგდები და ქალაქ ნეაპოლში დავსახლდები.“ - განაცხადა ლეანდრო დამიაომ.
23 წლის ბრაზილიელს კარიერა ლონდონის „ტოტენჰემში“ უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის წინ დამიანომ ამ შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და დიეგო მარადონას ყოფილ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა.