ცოტა ხნის წინ, თბილისში გამოიცა წიგნი სახელწოდებით – “შეხვედრა,“ რომელიც მწერლის, სცენატრისტისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას წარმოადგენს.
წიგნი ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერაა გამოცემული. კრებულში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურები, ნოველები და მოთხრობები, რომლებიც წიგნის შემდგენელთა განცხადებით, ყველაზე კარგად ასახავს მისი შემოქმედების სხადასხვა ეტაპს. ნაწარმოებების ნაწილი კრებულის სახით პირველად დაიბეჭდა.
ნუგზარ შატაიძე ღირსების ორდენის კავალერი და მწერალთა კავშირის რამდენიმე ყოველწლიური, სახელმწიფო და “ილიას ფონდის“ პრემიების ლაურეატი გახლდათ. იგი იყო ავტორი არაერთი ცნობილი მოთხრობის, პიესის, რადიოპიესისა და სცენარისა.
როგორც წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ავტორმა 2005 წელს, კრებულისათვის “ნოემბრის წვიმა“, ლიტერატურული პრემია “საბა“ მიიღო, ხოლო მისი სცენარის მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა “გაღმა ნაპირი“ მსოფლიო აღიარება და არაერთი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის 2009 წელს გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) ნუგზარ შატაიძეს პრიზი საუკეთესო სცენარისათვის გადაეცა.