უძლიერესი ტაიფუნის მიახლოების გამო, ფილიპინებში მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს, საფრთხე მილიონობით ადამიანს ემუქრება

უძლიერესი ტაიფუნის მიახლოების გამო, ფილიპინებში მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს, საფრთხე მილიონობით ადამიანს ემუქრება

ფილიპინებს მსოფლიოს ერთ-ერთი გამანადგურებელი ქარიშხალი უახლოვდება. უკვე ევაკუირებულია ათობით ათასი ადამიანი. „წითელი ჯვრის“ ცნობით, საფრთხე მილიონობით ადამიანს ემუქრება, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ფილიპინების ამინდის ბიურო იუწყება, რომ ტაიფუნი „რაი“ უკვე არქიპელაგის აღმოსავლეთითაა და მისი არეალი იზრდება. აშშ-ს საზღვაო ძალებმა მას „სუპერ ტაიფუნის“ კატეგორია მიანიჭა. მოსალოდნელია წყალდიდობები და მეწყერები.

„რაი“ მე-15 ტაიფუნია, რომელიც წელს ფილიპინებს დაატყდა თავს.