კოვიდინფიცირების დადასტურების გამო, საბავშო ბაღები საკარანტინო 12 დღიანი ვადით აღარ დაიხურება. როგორც for.ge-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სააღმზრდელო დაწესებულებაში თუკი კოვიდი დაფიქსირდება, სკოლების მსგავსად, წერტილოვანი დაკეტვები განხორციელდება, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავლენ. აღნიშნული რეგულაციები საბავშო ბაღების დირექტორებს უკვე გადაეგზავნათ, ხოლო ძალაში 13 დეკემბრიდან შევა.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თბილისის საბავშო ბაღების სააგენტოში შევეცადეთ, თუმცა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.
„აღნიშნული გადაწყვტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ. რეგულაციების დაწესებას ჯადაცვის სამინისტრო ახორციელებს“, - გვითხრეს თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოში.
კოვიდდაფიქსირების შემთხვევაში ბაღები აღარ დაიკეტება და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედება? - აღნიშნული კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა საკითხის გარკვევის შემდეგ აღარც ჩვენ სატელეფონო ზარებს და აღარც მესიჯებს პასუხობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტროში მედიასთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, რადგამ ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ, სამინისტრომ ერთ-ერთ სააგენტოს მეშვეობით პრეს-რელიზი გაარცელა. ცნობისთვის, აღნიშნული თემა for.ge-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უბრალოდ, არ გვსურდა სტატია ისე გასულიყო, რომ ამ თემაზე მათი პოზოცია არ მოგვესმინა, მით უმეტეს, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელებში ამ სიახლეს უკმაყოფილება მოჰყვა. სამწუხაროდ, ჯანდაცის უწყებაში ჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვეს. ასე რამ შეაშინა უმინისტროდ დარჩენილი სამინისტროს პრესსამსახური, რომ კითხვის დასმამ თავზარი დასცა, ჩვენთვის გამოცანად დარჩა.
რამდენად მართებულია საბავშო ბაღებში კოვიდინფიცირების გამოვლენის შემდეგ წერტილოვანი დაკეტვები, ამ კითხვით სკოლამდელი აღზრდის ერთ-ერთ პედაგოგს გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, აღმზრდელებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაცია მიუღებელია.
„ახალი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენ პედაგოგები ძალიან დაუცველები ვართ, რადგან შეხება გვაქვს ბევრ ბავშვთან და არ ვიცით თითოეულ ოჯახში არის თუ არა კოვიდი. ბევრი მშობელი არ აღიარებს ფაინფიცირების ფაქტს და ბავშვს ბაღში ატარებს. პედეგოგებს ერთმანეთთან ხშირი შეხება გვაქვს, ამიტომ შესაძლებელია, კოვიდინფიცირება თუ ერთ ჯგუფში გამოვლინდა, სხვა ჯგუფსაც მოედოს. ჯობდა წინა რეგულაცია დარჩენილიყო, როდესაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდით ვიკეტებოდით, რა თქმა უნდა, არც ეს იყო კარგი, მაგრამ ახალს ჯობდა. შევდივართ მშობლების მდგომარეობაშიც, მაგრამ ჩვენც ყოველდღიურად დანის წვერზე გვიწევს გავლა“, - გვითხრა პედაგოგმა.