ვხედავთ, რომ ისინი კოალიციასაც კი ქმნიან ან ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად მზაობას აცხადებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა, ნიკა მელიას მიერ გახარიას პარტიისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნების მთავარი მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული მხარდაჭერის შექმნა - იქნებოდა ეს მეორე ტურების ჩატარება, რაც მან შეძლო კიდეც რამდენიმე მუნიციპალიტეტებში. ახლა ვხედავთ, რომ ისინი კოალიციასაც კი ქმნიან ან ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად მზაობას აცხადებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ გახარიას პარტიას შესთავაზა, რომ მხარს დაუჭერდა მათ კანდიდატებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე, თუ საკრებულოებში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნებიან ოპოზიციონერები და არა „ქართული ოცნების“ წევრები.