დავით ქართველიშვილი: გახარიას სასწაული დუმილი აქვსო. დღეს როგორც იქნა - მდუმარემ და სექტანტებმა თავისი

დავით ქართველიშვილი: გახარიას სასწაული დუმილი აქვსო. დღეს როგორც იქნა - მდუმარემ და სექტანტებმა თავისი "ოჯახური" ურთიერთობები ოფიციალურად გააფორმეს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდივე წევრმა ხმა გიორგი გახარიას კანდიდატს მისცა

„გახარიას სასწაული დუმილი აქვსო - მისმა "კოპიპასტმა". გასაოცარიო. დღესაც, მდუმარების რეჟიმში, ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე, იმ "ეშმაკებს" შეეკრა, რომლებთანაც "კოჰაბიტაციაზე" უბრალო მინიშნების შემთხვევაში - პროტესტის ნიშნად, პოლიტიკური სისხლიანი "ფაღარათი" ემართებოდათ. დღეს როგორც იქნა - მდუმარემ და სექტანტებმა თავისი "ოჯახური" ურთიერთობები ოფიციალურად გააფორმეს. ფაქტობრივად "ერთსექსიანთა" პოლიტიკური ქორწინების ლეგალიზაციის ტოლფასი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამ შეწყვილებისა, "ჩასახვისას" - ემბრიონი ვერ ჩამოყალიბდა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა მაინც გაასწრო ერთი ხმით "just married"-ებს. ერთ კვირაში ხელახალ კენჭისყრაზე მხოლოდ ოცნების წარმომადგენელი წარდგება. ხო...ისა - და ღირდა ამად?“- წერს ქართველიშვილი.