გიგი უგულავა: “ოცნება” მზად არის ვინც მისი მომხრე არ არის, გემით გაიყვანოს და დაახრჩოს

გიგი უგულავა: “ოცნება” მზად არის ვინც მისი მომხრე არ არის, გემით გაიყვანოს და დაახრჩოს

ამის შესახებ “ტვ პირველთან” გიგი უგულავამ განაცხადა:

“სინამდვილე არის ის რომ ჩვენ არც უნდა შევრიგდეთ. რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატო უნდა შემირიგდეს ის მე? რა გვაქვს შესარიგებელი, ერთმანეთთან. ერთმანეთისთვის მიუღებლები ვართ და ასე დავრჩებით, ეს არის ჩვენი უფლება. რისი უფლებაც მე არ მაქვს და რისი უფლებაც მას არ აქვს როგორც ხელისუფალს, არის ის რომ მეორე მხარის არსებობას უარყოფს.

“ქართული ოცნების” პრობლემა ის არის, რომ ის უარყოფს დანარჩენი საქართველოს არსებობას, ვინც არაა მისი მომხრე იმისთვის ის არ არსებობს. უბრალოდ ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ის მზად არის გემით გაიყვანოს და დაახრჩოს. ჩვენ თანაარსებობს უნდა ვისწავლოთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.