დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ცნობა გაავრცელა. ინგლისელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ჩელსის“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი ახალი სეზონიდან კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს.
2011 წლის იანვარში ფერნანდომ ქალაქი ლივერპული დატოვა და ლონდონს მიაშურა. ეს ტრანსფერი „ჩელსის“ 58.5 მილიონი ევრო დაუჯდა. სამწუხაროდ ესპანელმა რომან აბრამოვიჩის გუნდში თავი ვერაფრით გამოიჩინა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ „უიღბლო“ შემტევით მადრიდის „ატლეტიკო“, ინგლისური „ლივერპული“ და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რუსული „ანჟი“ დაინტერესდნენ.
ორი დღის წინ ზემოთდასახელებულ გუნდებს ფლორენციის „ფიორენტინა“ დაემატა. ცნობილი გახდა, რომ ამ გუნდის თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ჩერნოგორიელის გაყიდვით შემოსულ თანხას იტალიური გუნდი ტორესის შესაძენად გამოიყენებს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ტორესი ფლორენციაში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს. ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე პირველობაზე 32 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა