ენტონი ფაუჩი თითქმის დარწმუნებულია, რომ „ომიკრონი“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი

ენტონი ფაუჩი თითქმის დარწმუნებულია, რომ „ომიკრონი“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ „ომიკრონი“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი.

„ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკაში კიდევ ორი კვირა დასჭირდება და შემდეგ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში „ომიკრონით“ ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა გვექნება, შეიძლება მეტი დრო დაგვჭირდეს მისი სიმძიმის დონის დასადგენად“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

სამხრეთ აფრიკიდან მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშოდ არ გაზრდილა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.