ეგვიპტის მეორე დივიზიონში მატჩის დროს ტრაგედია მოხდა. ადამ ალ-სელეჰდარი, რომელიც „ალ-მაიდ ალ-ისკანდარის“ მწვრთნელი იყო, „ალ ზარქასთან“ შეხვედრის დროს გარდაიცვალა.
თამაშის 92-ე წუთზე ალ-სელეჰდარის გუნდმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაიხსნა, მაგრამ ძლიერი ემოციების შედეგად, ეგვიპტელმა მწვრთნელმა გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ექიმები დროულად ჩაერთვნენ და საავადმყოფოშიც სწრაფად გადაიყვანეს, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლუბის ვებგვერდის ცნობით, ალ-სელეჰდარის გული ჯერ კიდე ჰოსპიტალში მისვლამდე გაჩერდა. ამ ტრაგედიამ არამარტო ეგვიპტური, არამედ მსოფლიო ფეხბურთი შეძრა. ისმაილიას რეგიონში, სადაც კლუბი მდებარეობს, მწვრთნელის ხსოვნის პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.