ავსტრალიაში, ქალაქ ბელდონში ლატარეის Powerball Lotto ჯეკპოტი გათამაშდა, რომელიც 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ABC News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ლატარეას 55 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც მომგებიანი ბილეთი ერთად იყიდეს. 55 ქალი ერთ ფიტნეს-კლუბში დადის. მათი ასაკი 17-დან 84 წლამდე მერყეობს. ერთ დღეს მათ ლატარეის ბილეთების ყიდვა გადაწყვიტეს და თითოეულმა ამისთვის 5 დოლარი გადაიხადა. მომგებიანი ბილეთი ახლომდებარე კიოსკში მათთვის ფიტნეს-კლუბის ხელმძღვანელმა შეიძინა.
როდესაც ქალებმა მოგების შესახებ გაიგეს, პირველ რიგში რესტორანში წავიდნენ დ გამარჯვება ყველაზე ძვირადღირებული შამპანურით აღნიშნეს. მათ თანხის გაყოფა გადაწყვიტეს. თითოეული $1,45 მილიონს მიიღებს.
ქალებმა შტატის რეკორდი მოხსნეს. აქამდე ყველაზე მსხვილი მოგება ლატარეაში 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც გამარჯვებულმა $50 მილიონი მიიღო.