კახა კალაძე: ჩვენ მართლაც ვართ ის გუნდი, ის ადამიანები, რომლებმაც ზედმიწევნით ვიცით, თუ სად რა საჭიროება არსებობს

კახა კალაძე: ჩვენ მართლაც ვართ ის გუნდი, ის ადამიანები, რომლებმაც ზედმიწევნით ვიცით, თუ სად რა საჭიროება არსებობს

ჩვენ ვართ მართლაც ის გუნდი, ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით ვიცით, თუ სად რა საჭიროება არსებობს, თუ სად რა დახმარებებია საჭირო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც კარგი საქმეები გაკეთდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; იყო უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა, თუმცა შევძელით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ღირსეულად გვეპასუხა ამ გამოწვევებზე. ნამდვილად მეამაყება როგორც ქალაქის მერს, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. თუმცა, არავინ მინდა იფიქროს, რომ ჩვენ თვითკმაყოფილებას ვართ მიცემული. კარგად გვესმის, თუ რამდენი პრობლემაა, რამდენი გამოწვევაა, რამდენი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი, რამდენ ოჯახს, რამდენ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ჩვენ ვართ მართლაც ის გუნდი, ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით ვიცით, თუ სად რა საჭიროება არსებობს, თუ სად რა დახმარებებია საჭირო. ჯანდაცვის პროგრამები, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.", - განაცხადა თბილისის მერმა.