ვლადიმერ ბოჟაძე: ნაცმოძრაობამ

ვლადიმერ ბოჟაძე: ნაცმოძრაობამ "სკანდალი" ააგორა, როგორ თუ სკოლის სახელმძღვანელოში, უახლესი ისტორიის მიმოხილვისას ბიძინა ივანიშვილი ნახსენებია როგორც ქველმოქმედიო

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც ეხმიანება ოპოზიციის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის სკოლის სახელმძღვანელოში შეტანის საკითხს და წერს -„ მათი გადასაწყვეტი რომ იყოს, საქართველოს ისტორია ნაცმოძრაობის შექმნის დღიდან დაიწყებოდა და სახელმწიფოს დამფუძნებლად სააკაშვილი იქნებოდა დეკლარირებული“

„ნაცმოძრაობამ "სკანდალი" ააგორა, როგორ თუ სკოლის სახელმძღვანელოში, უახლესი ისტორიის მიმოხილვისას ბიძინა ივანიშვილი ნახსენებია როგორც ქველმოქმედიო. ეს ჯალათები, ტყავის ქურთუკიანი და მაუზერიანი ავაზაკები არ ეშვებიან თეთრზე შავის ყვირილს! მათი გადასაწყვეტი რომ იყოს, საქართველოს ისტორია ნაცმოძრაობის შექმნის დღიდან დაიწყებოდა და სახელმწიფოს დამფუძნებლად სააკაშვილი იქნებოდა დეკლარირებული. ბიძინას კი, კიდევ ერთხელ მადლობა ქართველი ერის სახელით, ეს ჯალათები რომ მოგვაშორა სამუდამოდ!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.