მგონი, ოპოზიციის ნაწილს რეალობის აღრევა აქვს და თვლიან, რომ ისინი არიან პარლამენტში და პოზიცია არის პარლამენტს გარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილება არგუმენტებით უნდა იყოს მიღებული.
„პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება, პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუციებში, პარლამენტში შემოვიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ. ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არგუმენტებით უნდა მივიღოთ. ეს საქმე შემოთვლით და გზავნილებით არ კეთდება. მგონი, ოპოზიციის ნაწილს რეალობის აღრევა აქვს და თვლიან, რომ ისინი არიან პარლამენტში და პოზიცია არის პარლამენტს გარეთ. უფრო სწორი იქნება, არგუმენტები მოვისმინოთ და გადაწყვეტილება ასე მივიღოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.