ლევან ჭოტორლიშვილი: მოლოდინი არ გამართლდა. მსოფლიო პრესა ხმას არ იღებს

ლევან ჭოტორლიშვილი: მოლოდინი არ გამართლდა. მსოფლიო პრესა ხმას არ იღებს "პუტინის პირად პატიმარზე" ჩვენ ვიხილეთ კარიკატურა ჩარლი ჩაპლინის "დიდი დიქტატორზე"

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რატომ მოხდა ის რომ ბევრმა ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა ხელი მოაწერა სააკაშვილის განთავისუფლების წერილს და ფაქტიურად ბოროტების, ფაშიზმის მხარდამჭერი აღმოჩნდა. ნუთუ ფაშიზმს, ბოროტებას აქვს ასეთი მიმზიდველობა?

ადამიანების უმეტესობას ახასიათებს კონფორმიზმი და გამარჯვებულ მხარეზე ყოფნის სურვილი. ზოგიერთი ცნობადი ქართველის სახის წარმოდგენაში, საქართველოს დღევანდელი მთავრობა ინვერსიულია, არ ჯდება გლობალური ძალაუფლების ტრენდში და შესაბამისად დროებითია. მეორე მხრივ ნაპრეზიდენტალ სააკაშვილს ისინი აღიქვავდნენ გლობალური ძალაუფლების ადეპტად, მსახურად. 

მათ ეგონათ რომ საკმარისია სააკაშვილიჩამჯდარიყო ციხეში, მსოფლიოში დაიწყებოდა ორკესტრირებული მედია პროპაგანდა მისი განთავისუფლების მოთხოვნით. ცნობადი სახეები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, უცხოელი ჟურნალისტები, პოპკულტურის წარმომადგენლები დაიწყებდნენ სააკაშვილის "პუტინის პირადი პატიმრის" განთავისუფლების კამპანიას. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასეთი ორკესტრირებული ორი კომპანია ვიხილეთ "პუსი როიტის" და ე.წ. რეჟისორ სენცოვის ისტორიის სახით რომელიც ასევე სააკაშვილივით "შიმშილობდა" ნახევარი წლის განმავლობაში.

მოლოდინი არ გამართლდა. მსოფლიო პრესა ხმას არ იღებს "პუტინის პირად პატიმარზე" ჩვენ ვიხილეთ კარიკატურა ჩარლი ჩაპლინის "დიდი დიქტატორზე". ბუზღუნა ფსიქოპატი რომელიც ვერ აღიქვავს რეალობას და ცხოვრობს თავის წარმოდგენებში, მზად არის ჩაუშვას ოჯახის წევრები. მას დასცნინიან საკუთარი ადვოკატები, რომლებსაც ის ფულს უხდის. კონფორმისტი ქართველი ცნობადი სახეები რომლებმაც წინასწარ დაიკავეს ადგილები არარსებულ წარმოდგენაზე აღმოჩნდნენ სასაცილო მდგომარეობაში. 

მომხდარმა გამოავლინა კიდევ ერთი რამ. რაოდენ ყალბია თანამედროვე სახელოვნებო სამყარო სადაც წარმატება უკავშირდება არა ნიჭს და შრომას, არამედ ნონკონფორმისტი მეამბოხე ხელოვანების უნარს გამოიცნონ და დააკმაყოფილონ ძალაუფლების სურვილები. არარსებული სამოქალაქო საზოგადოება, პროტესტი და საზოგადოებრივი აზრი რომელიც ძალაუფლების ქვედა რგოლების დანამატია. ყოველივე ეს ქართული შესრულებით აღმოჩნდა უკიდურესად პროვინციული, მარგინალური და გოიმური".