„როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?“ - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.
რიმა ბერაძე დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობების ძეგლების სტატუსის საკითხით და ამასთან მიმართებით მინისტრის პოზიციით, თუ რამდენად შესაძლებელია მოსახლეობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობს, მიეცეს მათი შეკეთების საშუალება, როდესაც ამას მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ.
„მოგეხსენებათ, მხოლოდ თბილისში, 1 600-ზე მეტი ასეთი სტატუსის მქონე სახლია, რომელთა უმეტესობა რეალურად არაა კულტურული მემკვიდრეობა და თავის დროზე რატომაც მიენიჭა ეს სტატუსი ყველამ კარგად ვიცით. ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ასეთ სახლებში ცხოვრობს ათასობით ჩვენი მოქალაქე. სახლების სრული უმრავლესობა ავარიულია და იმის გამო, რომ ძეგლის რეაბილიტაცია კოლოსალური თანხა ჯდება, მთავრობა და მუნიციპალიტეტი ახერხებს მხოლოდ მათი ნაწილის რეაბილიტაციას, ხოლო მოსახლეობას კანონით არ აქვს უფლება საკუთარ სახლი თავად გაამაგროს, ანდა სარკმელი მაინც გამოცვალოს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?“, - მიმართა რიმა ბერაძემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს.
„მოგეხსენებათ, მხოლოდ თბილისში, 1 600-ზე მეტი ასეთი სტატუსის მქონე სახლია, რომელთა უმეტესობა რეალურად არაა კულტურული მემკვიდრეობა და თავის დროზე რატომაც მიენიჭა ეს სტატუსი ყველამ კარგად ვიცით. იმის გამო, რომ ძეგლის რეაბილიტაცია კოლოსალური თანხა ჯდება, მთავრობა და მუნიციპალიტეტი ახერხებს მხოლოდ მათი ნაწილის რეაბილიტაციას, ხოლო მოსახლეობას კანონით არ აქვს უფლება საკუთარ სახლი თავად გაამაგროს, ანდა სარკმელი მაინც გამოცვალოს.უნდა გადაიხედოს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეფასების კრიტერიუმები, მოხდეს მათი ობიექტური შეფასება ისე, რომ არ დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესი?“
!!!
უაღრესად მიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია!
რასაც ქ-ნი რ ი მ ა ბ ე რ ა ძ ე ბრძანებს, ეს არის აბსოლუტურად ზუსტი კონსტატაცია ფაქტისა!
ამ სახლების უმეტესობას არა გააჩნია არანაირი - არც ისტორიული, არც არქიტექტორული, არც ესთეტიკური - ღირებულება!
მათი ძალისძალად შესანარჩუნებლად, ვითომ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რაღაც ბოძკინტების შეყენებას და ბზარების შებათქაშებას, არავითარი აზრი არა აქვს და ეს არის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის წყალში გადაყრა... უფრო ზუსტად, იმათ ჯიბეებში გადაყრა, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს და ათმაგ ფასს ადებს გროშებად ნაჩირთიფირთარს! (ვისაც აინტერესებს, იხილოს, როგორ არის "გამაგრებული" შალვა დადიანის 24 ნომერი!)
ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ის, რაც ქალაქის მერმა, კ ა ხ ი
კ ა ლ ა ძ ე მ ბრძანა: უნდა დაინგრეს ეს სახლები და მათ ადგილზე აშენდეს ძველის თბილისის არქიტექტურულ სტილთან მისადაგებული, თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი სახლები, (ცხადია - ბევრად მაღლები, სადაც გათვალისწინებული იქნება დროის მიერ მოტანილი უმწვავესი პრობლემა - საკუთარი ავტომობილების დასაყენებელი სივრცე!).
ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის პოზიცია!