ბრაზილიის 2021 წლის ჩემპიონი „ატლეტიკო მინეირო“ გახდა. სერია A-ს 36-ე ტურში კუკას გუნდმა სტუმრად „ბაია“ 3:2 დაამარცხა, რითაც ნანატრი ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.
„ატლეტიკო მინეიროს“ 36 მატჩში 81 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს „ფლამენგოს“, რომელსაც 3 თამაში აქვს სეზონის ბოლომდე ჩასატარებელი, მაგრამ სამივე რომც მოიგოს, ბუნებრივია, პირველ ადგილს ვეღარ შესწვდება.
„ატლეტიკო მინეირომ“ ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოახერხა ბრაზილიის ჩემპიონობა, 1971 წლის შემდეგ კი პირველად!
ბრაზილიური გუნდის ეს წარმატება გასაკვირი არც არის, რადგან არაერთი კარგი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული. მეტწილად შეტევის ხაზში, სადაც დიეგო კოშტა, ჰალკი და ჩილელი ედუარდო ვარგასი ირჯებიან.