მამაკაცის ტვინი პატარავდება

მამაკაცის ტვინი პატარავდება

დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანის ინტელექტი მისი ტვინის ზომიდან გამომდინარეობს.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გაამტკიცეს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა ახალი სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. მამაკაცის ტვინი პატარავდება.

კვლევა 1000 ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც ძალიან ავად იყვნენ. სიცოცხლის დროს მეცნიერები მათ გონებრივ შესაძლებლობას იკვლევდნენ. სიკვდილის შემდეგ ყველა მონაწილეს, მათი თანხმობით, ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ 25-80 წლამდე მამაკაცის ტვინი განუწყვეტლივ პატარავდება, ხოლო ქალის ტვინი წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.

რაც შეეხება ცვლილებებს, გაირკვა, რომ ზოგიერთი ნივთიერება ქალისა და მამაკაცის ტვინზე აბსოლუტურად ერთნაირად მოქმედებს. მაგალითად, შაქარი.

მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ შაქრის უარყოფით თვისებებზე. ამ სფეროში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაქარი ტვინზე მომაკვდინებლად მოქმედებს.

ესპანელი მკვლევარები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შაქარი და მისი წარმომქმნელები სხეულის უჯრედების დიდი ნაწილისთვის ენერგეტიკულ რეზერვს წარმოადგენენ, ტვინის უჯრედებისთვის ისინი მომაკვდინებელია. არსებობს ცილის ორი სახეობა, რომლებიც პასუხს აგებენ თავის ტვინის უჯრედებში გლიკოგენების დაგროვების პროცესის ბლოკირებაზე.

თითოეულ ასეთ ცილაზე პასუხისმგებელია გარკვეული გენი. ერთ-ერთი გენის დაზიანების შემთხვევაში ადამიანს უვითარდება ეპილეფსიური შეტევები, მოძრაობის დარღვევა და გარკვეული სახის ჭკუასუსტობაც. ის, რომ შაქარი ტვინისთვის დამღუპველია, მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მათ კალიფორნიის სკოლიდან ამოიღეს შაქარი და ის ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლეს. ნორმალური ბავშვების შეფასება 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისა ჯანმრთელად ცნეს.