ალეკ ბოლდუინი ექსკლუზიურ ინტერვიუში: ჩახმახისთვის თითი არ გამომიკრავს

ალეკ ბოლდუინი ექსკლუზიურ ინტერვიუში: ჩახმახისთვის თითი არ გამომიკრავს

ტელეკომპანია ABC News-მა ალეკ ბოლდუინთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყანა. ჰოლივუდის მსახიობმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ილაპარაკა, რა დროსაც ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა.

როგორც ბოლდუინმა განაცხადა, მას ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს. „ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. ჩახმახისთვის თითი არ გამომიკრავს. არასდროს დავუმიზნებდი ვინმეს იარაღს და გამოვკრავდი ჩახმახს თითს“, - განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, ის ბრალის ოფიციალურად წაყენებას არ ელოდება. „მე შერიფის ოფისს ვესაუბრე. როგორც მეუბნებიან, ბრალის წაყენება ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა ბოლდუინმა.

ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით 22 ოქტომბერს მოკლა. რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაჭრა. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.