სახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებს გაყრით ემუქრება

სახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებს გაყრით ემუქრება

თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან - მიიჩნევს სახალხო დამცველის მოადგილე გია ბურჯანაძე. 

ბურჯანაძე უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მოსამართლეების არჩევა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით მოხდა. 

"ამ და სხვა მოსამართლეების არჩევა მოხდა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით - თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან წერს გია ბურჯანაძე Facebook-ze. 

კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად,  საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

mamuka65 მოსამართლეებზე ვერაფერს გეტყვით, ისე კი საინტერესოა ამის (ულვაშებ აპრეხილ-დვამი თავისუაცქვეტილი ბურჯანაძის) ნათქვამი თავისუფალი აზრის გამოხატულებაა თუ უფლებამოსილების გადამეტება?!
2 წლის უკან
mamago რავარი კოსტაია-პროსტაია ბიჭია?!
2 წლის უკან