საქმის მასალებით, ბიუჯეტიდან გადახდილია ნიკოლოზ სააკაშვილის ცურვისა და ჩოგბურთის აკადემიაში სწავლის საფასურიც, თუმცა ექსპრეზიდენტმა მხოლოდ ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასურის გადახდა ახსენა

საქმის მასალებით, ბიუჯეტიდან გადახდილია ნიკოლოზ სააკაშვილის ცურვისა და ჩოგბურთის აკადემიაში სწავლის საფასურიც, თუმცა ექსპრეზიდენტმა მხოლოდ ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასურის გადახდა ახსენა

ჩვენ ნაწილობრივ მივიღეთ აღიარებითი ჩვენება [მიხეილ სააკაშვილის] შვილის სწავლის საფასურთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ პროცედურაზე. მან [სააკაშვილმა] დაადასტურა, რომ ნამდვილად იღებდა ამ მომსახურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საჯარო მოხელეს შვილის სწავლის ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლებას აძლევს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საჯარო მოხელეს, მისი რანგის მიუხედავად, მისცემდა უფლებას შვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფარა. ეს არის აშკარა კანონდარღვევა და მას არანაირი საფუძველი არ აქვს. მოგეხსენებათ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წლიდან 2013 წლამდე გამოსცა უკანონო განკარგულებები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კანონმდებლობასთან და სწორედ ამ განკარგულებით მიიღო ის პრივილეგიები, რომლებითაც შესაძლებელი გახდა შემდგომ შვილის სწავლის საფასურის გადახდა“, - განმარტა ჩაჩავამ.

პროკურორის თქმით, პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა მხოლოდ ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასურის გადახდა ახსენა, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, გადახდილია ასევე ნიკოლოზ სააკაშვილის ცურვისა და ჩოგბურთის აკადემიაში სწავლის საფასური.