სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, კომედიებზე ფუჭად ხარჯვის დრო არ მაქვს

სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, კომედიებზე ფუჭად ხარჯვის დრო არ მაქვს

სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ  უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, – ამის სესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ეს იქნება იმ ხალხის პატივისცემა, რომელიც სააკაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოსთან არის შეკრებილი.

მე არ მივმართავ ამ სასამართლოს. თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოებას და არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ არ მალაპარაკონ და არ მქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოს. პირველ რიგში, მინდა, მივესალმო პრესის წარმომადგენლებს. მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჯერ ცოცხალი თუ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია. ეს ნამდვილად ასეა და მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან და უბრალოდ ნაკლებად კრიტიკულიც კი, როცა ეს საქმეს ეხება. თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ნორმალური და მისაღები. მინდა, თავიდან დავიწყო, რომ

ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უმაღლესი ერთ-ერთი თანამდებობის პირი უკრაინის. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, იმ საზოგადოების, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორებთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვია ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი, მართალია, უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასევე საქართველოს საზოგადოების, არ ვიღებ, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ რაღაც სარდაფში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.